სკოლა ,,მარიოტა ''მიზანი მათემატიკისადმი ინტერესი და უნარ -ჩვევების განვითარება 2019 წლის სექტემბერი მე-2 კლასი

მატემატიკის
წრის პროგრამა
მე -2 კლასი
2019-2020 სასწავლო წლის I სემესტრი
მეცადინეობა
ჩატარდება კვირაში ერთხელ, ყოველ სამშაბათს,
გაკვეთილების შემდეგ.
მიზანი:
Ø მოსწავლეებში მათემატიკის საგნისადმი ინტერესის გაღვივება,
ცოდნის გა-ფართოება და განმტკიცება;
Ø მატემატიკის შემდგომი შესწავლა და შესაბამისი უნარ-ჩვევების
განვითარება;
Ø მოსწავლეებმა დაინახონ მათემატიკის გამოყენების მხარე ყოფით
სიტუაციებში;
Ø მოსწავლეთა გააქტიურება და მოტივაციის ამაღლება;
მოსალოდნელი შედეგები: შეასრულებენ ტესტურ სავარჯიშოებს; განუ-ვითარდებათ სხვადასხვა
ტიპის და სირთულის ამოცანების ამოხსნის უნარ-ჩვევები; დაინტერესდებიან
სააზროვნო ამოცანების თუ თავსატეხების ამოხსნით; შეასრულეს მათემატიკური
ოპერაციებისა და პრაქტიკული სავარჯიშოები; გაეზარდებათ მოტი-ვაცია; გახდებიან უფრო
გახსნილები და თავდაჯერებულები.

წრის მოკლე დახასიათება: წრის მეცადინეობებზე მოსწავლეები
უფრო ღრმად შეისწავლიან ამოცანების ამოხსნას, მათემატიკური ოპერაციების
შესრულებას, გამოიმუშავებენ ანალიტიკური აზროვნების უნარს.
მეთოდოლოგია: ჯგუფური;
ინდივიდუალური; წყვილური; კითხვა-პასუხი; თამაშებით სწავლება; ინტერაქტიული
მეთოდები; ,,ონლაინ ინსტრუმენტების“ გამოყენება.
1. ადამიანური რესურსი: მე-2 კლასის მოსწავლეები; წრის ხელძღვანელი.
2. მატერიალური რესურსი: კომპიუტერი; ბუკები; ამოსაბეჭდი
მოწყობილობა_,,პრინტერი“; თაბახის ფურცლები; ფერადი ქაღალდები; მარკერები.
ა). სარეკომენდაციო წიგნი მათემატიკაში ,,დაწყებითი საფეხურის
მასწავლებლებისათვის“_ მანანა დეისაძე;
ბ) ,,მათემატიკა 2“_ მანანა დეისაძე, დიმიტრი გოშხეთელიანი;
გ) ,,განმავითარებელი სავარჯიშოები დაწყებითი კლასებისათვის“_ ნათელა
ამონაშვილი;
დ) ,,მათემატიკა სახალისო დავალებები“_ ჯო ჩემბერსი (დაწყებითი
განათლების სწავლების მეთოდისტი);
ე) ,,მათემატიკა და ლოგიკური მსჯელობა“_ სარა ლინდსი;
ვ) ,,სახალისო სავარჯიშოები მათემატიკაში“_ პიტერ პატილა;
ზ) ,,მათემატიკის ტესტები ზოგადი უნარების გამოყენებით IIკლასი“_ იზა ხულელიძე, ნუნუ მერაბიშვილი;
თ) სასწავლო მეთოდოლოგიური რესურსების კრებული მათემატიკის
სწავლებისათვის I-VI კლასებში; GPRIDE
ი) ,,საყმაწვილო მათემატიკა მე-2 კლასი“_ ზურაბ ვახანია.
№
|
თარიღი
|
თემის დასახელება
|
1
|
20.09
|
სიტყვა მათემატიკის შესახებ;
ეგვიპტე _მათემატიკის სამშობლო?
|
2
|
27.09
|
რიცხვები 20-მდე;
შეკრება-გამოკლება. ,,ნაწილ-ნაწილ“ შეკრება 20-ის ფარგლებში
|
3
|
4.10
|
მათემატიკური თამაში ,,ტოლი
ჯამები“; ნაბიჯებად დათვლა;
|
4
|
11.10
|
შეკრება-გამოკლება 100-ის
ფარგლებში; ამოცანები;
|
5
|
18.10
|
,,კანონზომიერებები რიცხვებიან
კვადრატებში“; მათემატიკური თამაში ,,მიუახლოვდი 100-ს“
|
6
|
25.10
|
შემაჯამებელი სამუშაო
|
7
|
1.11
|
ამოცანები უკუსვლის მეთოდით
|
8
|
8.11
|
ორგანზომილებიანი ფიგურები
|
9
|
15.11.
|
მონაცემების დაჯგუფება;
პიქტოგრამები;
|
10
|
22.11
|
ლოგიკური ამოცანები
|
11
|
29.11
|
პიესა ,,წითელქუდა ციფრების
სამყაროში“
|
12
|
6.12
|
განტოლებები
|
13
|
13.12
|
უტოლობები
|
14
|
20.12
|
დრო
|
საწრეო მუშაობის რეფლექსია
წრის
ხელმძღვანელი: ინგა
ვახანია-ჩაბრავა
წრის
დასახელება: ,,გზა მათემატიკის სამყაროში“
საწრეო მუშაობა ითვალისწინებდა დაწყებითი კლასის მოსწავლეებში მათემატიკის
საგნისადმი ინტერესის გაღვივებასა და ცოდნის გაფართოება-განმტკიცებას. იგი მოიცავდა
თვრამეტ შეხვედრას (თითოეული შეხვედრის გეგმა წარმოდგენილია).
საწრეო მუშაობაზე განხილული თემებია:
1. სამუშაო თემატიკისა და მასალების გაცნობა; საორგანიზაციო საკითხები;
სიტყვა მათემატიკის შესახებ; ეგვიპტე_მათემატიკის სამშობლო?
2. რიცხვები 20-მდე; შეკრება-გამოკლება; ,,ნაწილ-ნაწილ“ შეკრება 20-ის
ფარგლებში.
3. მათემატიკური თამაში ,,ტოლი ჯამები“; ნაბიჯებად დათვლა.
4. შეკრება-გამოკლება 100-ის ფარგლებში; ამოცანები.
5. კანონზომიერებები რიცხვებიან კვადრატებში; მათემატიკური თამაში
,,მიუახლოვდი 100-ს“.
6. შემაჯამებელი სამუშაო
7. ამოცანები უკუსვლის მეთოდით;
8. ორგანზომილებიანი ფიგურები;
9. მონაცემების დაჯგუფება; პიქტოგრამები;
10. ლოგიკური ამოცანები;
11. პიესა ,,წითელქუდა ციფრების სამყაროში”
12. განტოლებები;
13. უტოლობები;
14. დრო;
მათემატიკის წრეში გაწევრიანებული იყო II კლასის 10 მოსწავლე. წრის ჩამო-ყალიბება გადამაწყვეტინა იმან, რომ
მინდოდა მოსწავლეებში გამეღვივებინა მა-თემატიკის ინტერესი, საფუძველი შემექმნა
საგნის შემდგომი შესწავლისა და შესაბამისი უნარ-ჩვევების განვითარებისათვის. ასევე
მეორე სემესტრში გადაწყვეტილი მქონდა საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის
ჩატარება, რომელშიც ერთ-ერთი ინტერვენცია მათემატიკის წრის ჩამოყალიბება იყო.
2018 წლის სექტემბერში შევადგინე წრის მუშაობის გეგმა.
მშობლებს დროულად მივაწოდე ინფორმაცია წრის ჩამოყალიბების შესახებ. მეცადინეობები
დავიწყეთ 2019 წლის სეტემბერში.
თითოეული შეხვედრისას მიზნობრივად ვიყენებდი
სასწავლო რესურსებს. წრეზე განხილული საკითხები აქტუალური იყო, რადგან
მოსწავლეებში ცოდნის განმტკიცებას უწყობდა ხელს. მოსწავლეებს წრეზე მუშაობით
განუვითარდათ სხვადასხვა უნარ-ჩვევები. მათ დაინახეს მათემატიკის
გამოყენების მხარე ყოფით სიტუაციებში. საწრეო მუშაობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა
გააქტიურებას და ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შედეგების გაუმჯობესებას.
შემიძლია ვთქვა, რომ მოსწავლეებმა ჩატარებული
მეცადინეობების საფუძველზე, მოსწავლეთა უმეტესობამ სრულად გაიაზრა მიწოდებული
მასალა და პროგრამის ფარგლებში მიწოდებული ინფორმაცია გადაიქცა ცოდნად.
წრეზე მუშაობის პროცესში გეგმაში გაწერილი ყველა
აქტივობა განხორციელდა, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ პროგრამაში ჩამოთვლილ
ლიტერატურას დავამატე ორი სასწავლო რესურსი, რომლებიც აქტიურად გამოვიყენე
მეცადინეობების დროს თემების შესაბამისი მასალების გამრავალფეროვნებისთვის.
ეს რესურსებია: 1. ,,მე მიყვარს მატემატიკა.“ ავტორები: კელერი და პფაფი;
ელფის გამომცემლობა. 2. 2018-2024 წლების ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით
შედგენილი სახელმძღვანელო ,,სტარტი 2“, ავტორი_ ნინო შიუკაშვილი; ბაკურ სულაკაურის
გამომცემლობა.
საწრეო მუშაობის შეჯამებისთვის ჩავატარე
მშობლებისა და მოსწავლეების გამოკითხვა, რომლებშიც წრის მუშაობა დადებითად იქნა
შეფასებული.
2. შეხვედრების
გეგმები
I შეხვერდის გეგმა
გაკვეთილის მთავარი თემა:
|
სიტყვა მათემატიკის შესახებ; ეგვიპტე_მათემატიკის სამშობლო?
|
მასწავლებლის სახელი და გვარი
|
ინგა ვახანია- ჩაბრავა
|
სწავლების საფეხური/კლასი
|
დაწყებითი/მე-2 კლასი
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
10
|
საჭირო უნარები:
|
მოსმენა და უკუკავშირი, კითხვა.
|
მეცადინეობის მიზნები და მოსალოდნელი შედეგები:
|
მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ ინფორმაციის მოსმენას მათემატიკის
მეცნიერების შესახებ.
შედეგი: მოსწავლეები გაეცნენ საინტერესო ინფორმაციას მატემატიკის
სამშობლოს შესახებ.
|
წინასწარი ცოდნა:
|
იციან, რომ მატემატიკა სასკოლო საგანია და იცნობენ მის ელემენტარულ
საფუძვლებს.
|
მეცადინეობის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
|
1. საორგანიზაციო საკითხები:
შეხვედრის განრიგის, კითხვარების, სამუშაო თემატიკისა და მასალების გაცნობა;
2. მასწავლებლის მინილექცია ,,სიტყვა
მათემატიკის შესახებ“.
3. გონებრივი იერიში.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
ვაფასებ მოსწავლეთა ნამუშევრებს და
მეცადინეობაზე განხორციელებულ აქტივობებში ჩართულობას. ვაძლევ უკუკავშირს .
შეფასების სქემა
(გამოყენებული სიმბოლოები_,,სტიკერები“)
წითელი გული_ საუკეთესოა!
ლურჯი გული_ სამუშაოს კარგად
გაართვი თავი!
ყვითელი გული_ უფრო მოინდომე, შენ მეტი შეგიძლია!
|
სასწავლო რესურსები:
|
დაფა; ცარცი; ამობეჭდილი წრის პროგრამა; კითხვარები; დილის
საყმაწვილო ენციკლოპედია, მათემატიკა, თბილისი, 2004
|
II შეხვედრის გეგმა
გაკვეთილის მთავარი თემა:
|
რიცხვები 20-მდე;
შეკრება-გამოკლება; ,,ნაწილ-ნაწილ“ შეკრება 20-ის ფარგლებში.
|
მასწავლებლის სახელი და გვარი
|
ინგა ვახანია- ჩაბრავა
|
სწავლების საფეხური/კლასი
|
დაწყებითი/მე-2 კლასი
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
10
|
საჭირო უნარები:
|
კომუნიკაცია; მითითებების შესრულება; მოსმენა და უკუკავშირი.
ლოგიკური აზროვნება.
|
მეცადინეობის მიზნები და მოსალოდნელი შედეგები:
|
მოსწავლე უნდა ფლობდეს და იყენებდეს რიცხვის ცნებას და რიცხვის
წარმოდგენის საშუალებებს;
მოსწავლე შეძლებს ძირითადი არითმეტიკული ოპერა-ციების შესრულებას
რიცხვებზე.
|
წინასწარი ცოდნა:
|
იცნობენ რიცხვებს 20-ის ფარგლებში, იციან შეკრება-გამოკლების
ოპერაციები.
|
მეცადინეობის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
|
აქტივობა 1. საორგანიზაციო საკითხები;
აქტივობა 2. მაგალითების შესრულება 20-ის ფარგლებში
შეკრება-გამოკლების ოპერაციების გამოყენებით;
აქტივობა 3. ,,მაგალითების ოჯახების“ შედგენა მოცემული რიცხვების
გამოყენებით.
აქტივობა 4. თემის შეჯამება და დასკვნების გამოტანა.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
ვაფასებ მოსწავლეთა ნამუშევრებს და
მეცადინეობაზე განხორციელებულ აქტივობებში ჩართულობას. ვაძლევ უკუკავშირს .
შეფასების სქემა
(გამოყენებული სიმბოლოები_,,სტიკერები“)
წითელი გული_ საუკეთესოა!
ლურჯი გული_ სამუშაოს კარგად
გაართვი თავი!
ყვითელი გული_ უფრო მოინდომე, შენ მეტი შეგიძლია!
|
სასწავლო რესურსები
|
1. პიტერ პატილას ,, ვისწავლოთ
შინ მათემატი-კა.“_მიმატება და გამოკლება 20-ის ფარგლებში.
2. კელერი, პფაფი, ,,მე მიყვარს
მათემატიკა“, ელფის გამომცემლობა, 2018 წელი
3. მაგნიტური ჩარჩოები ( ჩემი
გაკეთებული რესურსი).
|
III შეხვედრის გეგმა
გაკვეთილის მთავარი თემა:
|
მათემატიკური თამაში ,,ტოლი
ჯამები“; ნაბიჯებად დათვლა.
|
მასწავლებლის სახელი და გვარი
|
ინგა
ვახანია- ჩაბრავა
|
სწავლების საფეხური/კლასი
|
დაწყებითი/მე-2 კლასი
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
10
|
საჭირო უნარები:
|
ანგარიში; მოსმენა; მითითებების
შესრულება;
|
მეცადინეობის მიზნები და
მოსალოდნელი შედეგები:
|
მოსწავლემ უნდა შეძლოს ნატურალურ
რიცხვებზე მოქმედების შედეგის მიახლოებითი შეფასება და რიცხვების დამრგვალება
|
წინასწარი ცოდნა:
|
შეკრების ოპერაციის ცოდნა;
მითითებების შესრულება; მოსმენა და უკუკავშირი;
|
მეცადინეობის მსვლელობა/საკლასო
მენეჯმენტი
|
აქტივობა 1. შესასწავლი თემისა და
მეცადინეობის მიზნის გაცნობა;
აქტივობა 2. შეკრების მაგალითების
შესრულება;
აქტივობა 3. თამაში ,,ტოლი
ჯამები“;
აქტივობა 4. ნაბიჯებად დათვლა.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
ვაფასებ მოსწავლეთა ნამუშევრებს და
მეცადინეობაზე განხორციელებულ აქტივობებში ჩართულობას. ვაძლევ უკუკავშირს .
შეფასების სქემა
(გამოყენებული სიმბოლოები_,,სტიკერები“)
წითელი გული_ საუკეთესოა!
ლურჯი გული_ სამუშაოს კარგად
გაართვი თავი!
ყვითელი გული_ უფრო მოინდომე, შენ
მეტი შეგიძლია!
|
სასწავლო რესურსები
|
1. მათემატიკა II კლასი, ავტორები: გურამ გოგიშვილი, თეიმურაზ ვეფხვაძე, ლამარა
ქურჩიშვილი, ია მებონია.
2. ,,მათემატიკა და ლოგიკური მსჯელობა“, სარა ლინდსი. გამომცემლობა
პალიტრა, 2018
|