
საწრეო მუშაობა
I კლასში
|
|
საგანი
|
ქართული ენა და ლიტერატურა
|
საფეხური
|
დაწყებითი
|
კლასი
|
I
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
23 სსსმ საჭიროების
მქონე მოსწავლე არ მყავს
|
წრის მუშაობის დაწყების დრო/საათი
|
2018-2019 სასწავლო წლის 25 ნოემბერი;
|
ხანგრძლივობა
|
35 წთ / I სემესტრი
|
წრის ხელმძღვანელი
|
ინგა ვახანია-ჩაბრავა
|
მიზანი
|
სათანადო სამეტყველო ქცევის გამოვლენა ნაცნობ
საკომუნიკაციო სიტუაციაში.სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების
მოსმენა, გაგება-გააზრება და გადმოცემა.ზეპირმეტყველების ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება მიზნის
შესაბამისად. სწორედც
მეტყველებისათვის კუნთების მოდუნება,არტიკულაცია და სუნთქვის ვარჯიშების
შესწავლა.
|
აქტუალურობა
|
ზეპირმეტყველება (მოსმენა და ლაპარაკი) უმნიშვნელოვანეს როლსასრულებს ცოდნის შეძენისა და ენობრივი უნარჩვევების
განვითარების პროცესში.
გასათვალისწინებელია, რომ კითხვისა დაწერისგან განსხვავებით, ზეპირმეტყველების უნარები მოსწავლეებსუკვე მეტ-ნაკლებად განვითარებული აქვთ სკოლაში მისვლისას: მათ ადრეული ცოდნა, ძირითადად, შეძენილი აქვთ მოსმენით; კომუნიკაციისა თუ თვითგამოხატვის მიზნით კი ამ
ასაკისმოსწავლეები უმეტესწილად ლაპარაკს იყენებენ. ადამიანის მეტყველების
აქტიურობის მისაღწევად საჭიროა მისი სათანადო შემზადება, ის უნდა
გათავისუფლდეს ზედმეტი დაძაბულობისგან რის განაც ხირად დაჭიმულია კისრი, მხრები,
ქვედა ყბა ან ბაგეები, რაც იწვევს მეტყველების შეფერხებას.
|
მოსალოდნელი შედეგები:(შესაბამისობა ესგ გათვალისწინებულ შედეგებთან)
|
მოსწავლეს გაუუმჯობესდება ზეპირმეტყველება, განუვითარდებაენობრივი უნარ-ჩვევები.
რაც ხელს შეუწყობს კითხვისა და წერის დასწავლაში.
|
აქტივობა
|
1.მასწავლებელი შეხვდება I კლასის მოსწავლეების მშობლებს. გააცნობს საწრეო მუშაობის გეგმას და
გააფორმებს ხელშეკრულებას.
2.რელაქსაცია ანუ კუნთების მოდუნების
ვარჯიშები.
3. რელაქსაცია. სუნთქვის ვარჯიში.
4. რელაქსაცია. სუნთქვის ვარჯიში. არტიკულაციის მასაჟი.
5. რელაქსაცია.სუნთქვის ვარჯიში. არტიკულაციის
მასაჟი. არტიკულაციის ვარჯიში
6. რელაქსაცია, სუნთქვა, არტიკულაცია,
ბგერების წარმოთქმა.
7. არტიკულაციის მასაჟი+ვარჯიში
8. რელაქსაცია, სუნთქვა, არტიკულაცია, ბგერების
წარმოთქმა.
9. ენის გასატეხებზე ვარჯიში.
10. ენის გასატეხებზე ვარჯიში.
11. სამეტყველო ხმა და მისი
გავარჯისება;
12.სამეტყველო ხმა და მისი გავარჯიშება.
13. ბგერები და ენის გასატეხები
14. შემაჯამებელი გაკვეთილი
|
ორგანიზება
|
ინდივიდუალური, წვილებში, ჯგუფური
|
რესურსი
|
დაფა, ცარცი,წიგნი, რვეული, ფლიტჩარტი, მარკერი,
ფორმატი, ფანქრები, ფერადი ფურცლები, კომპიუტერი, ინტერნეტი
|
გამოყენებული ლიტერარურა
|
1. ელენე კოსინოვა ,, ლოგოპედური ანბანი“
2. ელენე კოსინოვა ,, საშინაო ლოგოპედია“
|
შეხვედრის განრიგი
|
წრე იმუშავებს კვირაში ერთხელ.
წრის ხანგრძლივობა 35 წთ.
მეცადინეობა ჩატარდება
პარასკევს გაკვეთილების შემდეგ.
ოქტომბერი: 05; 12; 19; 26.
ნოემბერი: 02; 09;16; 27; 30.
დეკემბერი: 07,14,21; 28.
|
სემესტრის განმავლობაში საწრეო მუშაობის რეფლექსია
2018-2019
სასწავლო წლის პირველი სემესტრის განმავლობაში სკოლაში მუშაობდა მეტყველების
განვითარების წრე. წრეში გაერთიანებული იყო 1-ლი კლასის მოსწავლეები.
მეცადინეობა ტარდებოდა კვირაში ერთხელ ყოველ პარასკევს. ხანგრძლივობა 35 წთ.
მეცადინეობის განრიგი და თემები გაწერილი იყო განსაზღვრულ დროში.

წრის შექმნის მიზანი იყო სათანადო სამეტყველო ქცევის გამოვლენა
ნაცნობ საკომუნიკაციო სიტუაციაში. სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის
ტექსტების მოსმენა, გაგება-გააზრება და გადმოცემა. ზეპირმეტყველების ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება მიზნის
შესაბამისად. სწორედც მეტყველებისათვის კუნთების მოდუნება,არტიკულაცია და
სუნთქვის ვარჯიშების შესწავლა.
წრის მეცადინეობის დაწყების წინ შევხვდი I კლასის მოსწავლეების მშობლებს, გავაცანი საწრეო მუშაობის გეგმა, მიზანი.
საწრეო ბუშაობისას მოსწავლეები ასრულებდნენ რელაქსაცია
ანუ კუნთების მოდუნების ვარჯიშებს, სუნთქვის ვარჯიშებს, არტიკულაციის
ვარჯიშებსა და მასაჟებს, თამაშებითა და ენის გასატეხებით ცდილობდნენ ბგერის
წარმოთქმქას, ავარჯიშებდნენ სამეტყველო ხმას და ახდენდნენ
მისი გავარჯისებას სასცენო ვარჯიშებითა და ლექებით. მოსწავლეები ხალისით
ერთვებოდნენ საგაკვეთილო პროცესში. ყველას უნდოდა მონაწილეობის მიღება სხვადასხვა
აქტივობებში. მეცადინეობები ძალიან სახალისო და ნაყოფიერი იყო ჩემი
პატარებისათვის.

ჩემ მიერ გამოყენებული რესურსები შეესაბამებოდა და ემსახურებოდა
წრის მუშაობის მიზნის მიღწევას. გამოვიყენე ინრერნეტ რესურსი
ენის გასატეხები და ანდაზები, და რუსულენოვანი სახელმძღვანელოები:
1. ელენე კოსინოვა ,, ლოგოპედური ანბანი“
2. ელენე კოსინოვა ,, საშინაო ლოგოპედია“
3.ელენე კოსინოვა ,, ლოგოპედური ვარჯიშები“
სწავლების
დაწყებითსაფეხურზე ზეპირმეტყველება (მოსმენადა ლაპარაკი) უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ცოდნის შეძენისა დაენობრივი უნარ-ჩვევების განვითარების პროცესში. გასათვალისწინებელია, რომკითხვისა და წერისგან განსხვავებით, ზეპირმეტყველების უნარებიმოსწავლეებს უკვე მეტნაკლებად განვითარებული აქვთ სკოლაში მისვლისას:მათ ადრეული ცოდნა, ძირითადად, შეძენილი აქვთ მოსმენით.
ადამიანის მეტყველების აქტიურობის
მისაღწევად საჭიროა მისი სათანადო შემზადება, ის უნდა გათავისუფლდეს ზედმეტი
დაძაბულობისგან რის განაც ხშირად დაჭიმულია კისრი, მხრები, ქვედა ყბა ან
ბაგეები, რაც იწვევს მეტყველების შეფერხებას. იმისათვის რომ მოსწავლეებს უფრო
გამართულად ემეტყველათ და აღოეფხვრათ სხვადასხვა მსგავსი ბგერების აღრევა ძალიან
ბევრი სახალისო აქტივობები გამოვიყენე ბგერების სწორად წარმოთქმაში.
აღსანიშნავია, რომ წრე შეიქმნა მეტყველების განვითარების
გამო. ის ემსახურებოდა კომუნიკაციის უნარ-ჩვევების განვითარებას და
გაუმჯობესებას, რაც სასწავლო პროცესში ხელს შეუწყობს ცოდნის თავისუფლად(
უკომპლექსოდ) დაუფლება- გამოხატვაში, ასევე ცნობიერების ამაღლებასა და ლექსიკური
მარაგის შევსება გამდიდრებაში.
მოსწავლეს მეტნაკლებად გაუუმჯობესდათ ზეპირმეტყველება, განუვითარდათენობრივი უნარ-ჩვევები.
რამაც ხელი შეუწყო კითხვისა და წერის დასწავლას. განუვითარდა არტიკულაცია, მოუდუნდა სახის კუნთები და მოეხსნა ყოველგვარი დაძაბულობა, რაც დაეხმარება საზოგადოებაში დაიმკვიდროსთავი. (ნაწილობრივ და არა სრულად) ჩემთვის, როგორც
პედაგოგისათვის. სტიმულის მომცემი იყო მოსწავლეებთან მუშაობა, დიდი
პასუხისმგებლობით და მონდომებით ვეკიდებოდი ამ საქმეს, ვმუშაობდი მოსწავლეებთან
ერთად და მათაც ვაძლევდი მოტივაციას შექებითა და დადებითი შეფასებით, რათა მეტი
ენთუზიზმით ჩართულიყვნენ საწრეო მუშაობაში.

მუშაობის
პროცესში იყო ხარვეზებიც, ყველა მოსწავლე ყველა მოსწავლეს სურდა ცალკე
გამეატა საკუთარი შესაძლებლობები. ვინაიდან 35 წუთი გვქონდა დრო ამიტომ
შეძლებისდაგვარად გამომყავდა ბავშვები. (ძირითადად მეტი ყურადღებით ვეპყრობოდი იმ
მოსწავლეებს, რომლებსაც მსგავსი პრობლემებოი აღმოაჩნდებოდა).
საწრეო მუშაობამ ხელი
შეუწყო მოსწავლეებში საკუტარი ადგილის დამკვიდრებას, უფრო მეტად გაბედულები და
თამამები გახდნენ . განუვითარდათ მეტყველების უნარ-ჩვევები, მათ
განსაკუთრებით წაროსახვითი, იმიტირებული თამაშები . მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი და
მზაობა მეორე სემესტრშიც გაგრძელდეს საწრეო მუშაობა და ისინი ხალისით
ჩაერთვებიან ამ პროცესში.
