სააწრეო მუშაობა ბუნებაში საგანი ბუნება თემა. ,, ვისწავლოთ თავის მოვლა''





საწრეო მუშაობა
ბუნების წრის დასახელება:  „ვისწავლოთ თავის მოვლა“
2018-2019 საწავლო წლის სემესტრში ჩამოყალიბდა აღნიშნული წრე, რომელშიც ნებაყოფლობით გაწევრიანდა დაწყებითი კლასების მოსწავლეები.
საწრეო მუშაობის ჩატარება კვირაში ერთხელ, სამშაბათს მეექვსე გაკვეთილზე  დაიგეგმა.
სემესტრის განმავლობაში ჩატარდება 8 სამუშაო შეხვედრა.
წრის მიზანი:    მოსწავლე შეძლებს:
1.     პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობას და კვლევითი უნარ-ჩვევების დემონსტრირებას
2.      სიცოცხლის ძირითად ნიშნების ამოცნობას
3.      საცხოვრებელი გარემოს მნიშვნელობაზე მსჯელობას
4.     თანამშრომლობითი უნარების განვითარებას
5.     მიღებული ცოდნის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებას
წრის მნიშვნელობას წარმოადგენს გამოვლენილი პრობლემის აღმოფხვრა საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით.
საწრეო მუშაობას ხელს შეუწყობს სხვადასხვა რესურსების გამოყენება; (ბუნების სახელმძღვანელოები, სამუშაო რვეულები, კლასგარეშე ლიტერატურა, დაფა, ცარცი, ფლიფჩარტები, თაბახის ფურცლები, ფერადი ფანქრები,ბუკი, ინტერნეტი, პროექტორი და სხვ.)
წრეში გაწევრიანებული მოსწავლეთა რაოდენობა:    23  მოსწავლე.
წრის ხელმძღვანელი:  დაწყ.კლასების მასწავლებელი - ინგა ვახანია-ჩაბრავა

მოსწავლეთა სია
1.        









წრის პროგრამა
შეხვედრების განრიგი

ჩატარების თარიღი
თემის სახელწოდება
საათების რაოდენობა
1.
5.10
ადამიანის სხეულის ნაწილები
1 სთ.
2.
27.10
რატომ გავუფრთხილდეთ სხეულის ნაწილებს
1 სთ.
3.
05.11
ვირუსები და ინფექციები
1 სთ.
4.
12.11
ვარჯიში და ჯანმრთელობა
1 სთ.
5.
20.11
სწორი კვება
1 სთ.
6.
27.11
დღის რეჟიმი 
1 სთ.

პირველი შეხვედრა

2018-2019 სასწ. წლის I სემესტრში  კერძო   სკოლა  ,,მარიოტაში“   ჩამოყალიბდა ბუნების წრე სახელწოდებითვისწავლოთ საკუთარი თავის მოვლა”,  რომელსაც ხელმძღვანელობდა ინგა  ვახანია.  წრეში გაერთიანდა    23 მოსწავლე.
2018 წლის 5 ოქტომბერს, ჩატარდა პირველი საწრეო მუშაობა.
მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი მასწავლებლის მიერ მიცემულ სხვადასხვა სახალისო დავალებებს.
ჩატარებულმა მეცადინეობამ გამოიწვია მოსწავლეთა მაღალი ჩართულობა და თემისადმი დიდი ინტერესი.
პირველი გაკვეთილი:
თემა - ადამიანის სხეულის ნაწილებ
მეორე შეხვედრა

2018 წლის 12 ოქტომბერი ჩატარდა მეორე საწრეო მუშაობა ბუნებაში.
შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეებს მრავალფეროვანი აქტივობებისა და მსჯელობის  საშუალებით გაეკეთებინათ დასკვნა, თუ რატომ უნდა გავუფრთხილდნენ სხეულის ნაწილებს.
მონაწილეებმა დაასახელეს ადამიანის სხეულის ძირითადი ნაწილები (თავი, ხელი, ფეხი, ტანი) და ისაუბრეს თითოეული მათგანის  მნიშვნელობაზე. წაიკითხეს მცირე ზომის მოთხრობები, ასევე ბუკის საშუალებით  დაათვალიერეს სხეულის ნაწილები (ცხვირი, პირი, ყური, თვალი, თმა) და იმსჯელეს თუ რა როლი აქვთ მათ ადამიანის ჯანმრთელობასა და ყოფა-ცხოვრებაში.
შეხვედრა მეტად საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეებისათვის და გამოიწვია მათი საგაკვეთილო პროცესში აქტიური ჩართულობა. 

მესამე შეხვედრა
2018 წლის 19 ოქტომბერს ჩატარდა მესამე საწრეო მუშაობა ბუნებაში.
მუშაობის მიზანს წარმოადგენდა ვირუსებისა და ინფექციების შესახებ ინფორმაციების მირება, მათი გამომწვევი მიზეზების დასახელება და თავიდან აცილების გზების ძიება.
შეხვედრა მეტად საინტერესო იყო თავისი თემატურობითა და აქტივობებით. მოსწავლეებმა წებოვან ბარათებზე დაწერეს მათთვის ნაცნობი დაავადებები (ინფექციური, ვირუსული); ჩამოთვალეს ინფიცირების წყაროები (გამომწვევი მიზეზები); იმსჯელეს მათი თავიდან აცილების გზებზე:
·    იხილეს ფოტო მასალა, სადაც ნათლად ჩანდა ის უხილავი ბაქტერიები, რომლებიც ყოველდღიურად ხვდებიან ადამიანის კანზე და აინფიცირებენ სხეულს
·     თეზისებად ჩამოაყალიბეს დაავადებების თავიდან აცილების საშუალებები
·     დააჯგუფეს სასარგებლო და არასასარგებლო საკვები პროდუქტები
საწრეო მუშაობა მატად ნაყოფიერი აღმოჩნდა მსმენელებისათვის. გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები თუ როგორ გამოიყენებენ მიღებულ ცოდნას ცხოვრებაში.
გამოიკვეთა მოსწავლეთა აქტიური ჩართულობა.
მეოთხე შეხვედრა

201
8  წლის 27 ოქტომბერს    ჩატარდა ბუნების წრის მეოთხე გაკვეთილი, რომლის მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეებს გაეცნობიერებიათ  თუ რა მნიშვნელობა აქვს ფიზიკურ აქტივობებს ადამიანის ჯანმრთელობისათვის.
მოსწავლეები აქტიურად ჩაერთენ მასწავლებლის მიერ შეთავაზებულ აქტივობებში: უპასუხეს შეკითხვებს, იმსჯელეს ვარჯიშების ნაირსახეობასა და ტიპებზე, დაწერეს საკუთარი მოსაზრებები და წარმოადგინეს ჯგუფის პრეზენტატორებმა. დასასრულს ხელმძღვანელმა მოსწავლეებს შეასრულებინა მსუბუქი ტანვარჯიში.
მონაწილეებისათვის საკმაოდ სახალისო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა ეს შეხვედრა.

მეხუთე შეხვედრა
           2018 წლის 5 ნოემბერს ჩატარდა  ბუნების წრის მეხუთე გაკვეთილი
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საკვები პროდუქტების კლასიფიკაცია სასარგებლო და უსარგებლო პროდუქტებად.  
         მოსწავლეებმა შეძლებისდაგვარად დაასახელეს ორივე კატეგორიის საკვები პროდუქტები. იხილეს მასწავლებლის მიერ პროგრამა powerpoint - ში მომზადებული  პრეზენტაცია საკვები პროდუქტების შესახებ. შე,დეგ მოსწავლეებმა წებოვან ფურცლებზე  დაწერეს თავიანთი მოსაზრებები და გამოაკრეს დაფაზე.
         მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს საკითხისადმი. მათ გაუჩნდათ სურვილი იკვებონ სწორად.
მეექვსე შეხვედრა
12 ნოემბერს გაიმართა რიგით მეექვსე წრის მუშაობა თემაზე: "დღის რეჟიმი". შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეთა მიერ დღის რეჟიმის შედგენას.
       
მონაწილეებმა იმუშავეს ტრიადებში და წარმოადგინეს საკუთარი ყოველდღიური ცხოვრების ელემენტებირაც შეაჯერეს მასწავლებლის დახმარებით და ერთი მთლიანი რეჟიმი შექმნეს.
     
გამოიკვეთა მოსწავლეთა აქტიურობა და ჩართულობა მუშა პროცესში. დადებითად შეაფასეს შეხვედრა.

მეშვიდე შეხვედრა

20 ნოემბერს  დაწყებით საფეხურზე ჩატარდა მეშვიდე საწრეო მუშაობა ბუნებაში. მოსწავლეებმა დაამზადეს საინფორმაციო ბუკლეტები თემაზე: ვისწავლოთ საკუთარი თავის მოვლა. დამზადებული ბუკლეტები გამოფინეს ჯგუფებმა. ბოლოს კი შეაჯამეს და შეაფასეს მუშაობა.შეხვედრა მეტად საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა მოსწავლეებისათვის.


მერვე შეხვედრა
2018 წლის  27 ნოოემბერს ჩატარდა მერვე საწრეო მუშაობა ბუნებაში.
მერვე გაკვეთილი მიზნად ისახავდა წინა შვიდი სამუშაოს შეჯამებას; მონაწილეების მიერ დამზადებული საინფორმაციო ბუკლეტების დარიგებას სკოლის დანარჩენი მოსწავლეებისათვის.
დასკვნით საწრეო მუშაობას ესრებოდა სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები.
შეხვედრა წარიმართა დისკუსიის სახით. მოსწავლეებმა გამოიჩინეს დიდი ინტერესი საკითხისადმი და აქტიურობა პროცესში.
შემდეგ კი მსმენელებს დაურიგდათ საინფორმაციო ბუკლეტები.
შეხვედრა მეტად საინტერესო აღმოჩნდა ყველასთვის, მოსწავლეებმა მოახერხეს სხვათა ინფორმირება საკუთარი თავის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის  შესახებ.

საწრეო მუშაობის რეფლექსია
ბუნების წრე 

         2018 – 2019  სასწ.წლის პირველ  სემესტრში  ჩამოვაყალიბე ბუნების  წრე, რომელიც მოიცავდა 8 სამუშაო შეხვედრას.
 წრის მიზანი იყო   საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვის უნარ-ჩვევების განვითარება მოსწავლეებში:
1.     მოსწავლეთა პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობა და კვლევითი უნარ-ჩვევების დემონსტრირება
2.      სიცოცხლის ძირითადი ნიშნების ამოცნობა
3.      საცხოვრებელი გარემოს მნიშვნელობაზე მსჯელობა
4.     თანამშრომლობითი უნარების განვითარება
5.     მიღებული ცოდნის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენება

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებზე დაკვირვებით აღმოვაჩინე, რომ მათში არსებობდა საკუთარ თავზე ზრუნვის დეფიციტი. სწორედ ეს პრობლემა დაედო საფუძვლად ბუნების წრის ჩამოყალიბებას. მოსწავლეებს შევთავაზე სურვილის არსებობის შემთხვევაში ჩართულიყვნენ საწრეო მუშაობაში, სახელწოდებით: „ვისწავლოთ თავის მოვლა“
საწრეო მუშაობაზე გამოვიყენეთ მრავალფეროვანი რესურსი: თაბახის ფურცლები, საწერ-კალმები, ფერადი ფანქრები, წებოვანი ფურცლები,დაფა, ცარცი, მაგნიტები,ფლიფჩარტები, კომპიუტერები, ინტერნეტი და კლასის ოთახი.
წრის მუშაობა განაწილებული იყო 8 სამუშაო კვირაზე.
მაღალი იყო მოსწავლეთა დასწრება და ჩართულობა პროცესში.
ვიყენებდი მრავალფეროვან მეთოდებსა და აქტივობებს: დიკუსია, გონებრივი იერიში, აღწერითი საუბრები, მინი ლექცია, აპლიკაციები.
ვიყენებდი მუშაობის სხვადასხვა ფორმებს: ინდივიდუალური, წყვილური, ტრიადები, ჯგუფური და გუნდური, რაც თანამშრომლობითი უნარების განვითარებას უწყობდა ხელს. ისინი იცავდნენ ქცევის წესებს და მუშაობაც მიმდინარეობდა პოზიტიურ გარემოში.
საწრეო მეცადინეობები მეტად საინტერესოდ ჩატარდა. მან ხელი შეუწყო ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. მოსწავლეები დაინტერესდნენ იმ საკვების ღირებულებებით, რომელსაც ყოველდღიურად მიირთმევენ; აგრეთვე მეტ ყურადღებას იჩენენ ვირუსებისა და ინფექციების მიმართ.
წრეში ჩართულობამ მოსწავლეებში გააღვივა თვითრეალიზაციისა და კომუნიკაციის უნარები.
მუშაობის პროცესში თავი იჩინა მცირედმა ხარვეზებმაც, კერძოდ, რამდენიმე მოსწავლე ვერ დაესწრო ყველა მეცადინეობას და შედეგად გამოიკვეთა დაბალი აქტივობა რიგ საკითხებში.
მე, როგორც წრის ხელმძღვანელი, კმაყოფილი ვარ წრის მუშაობით, რადგან საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა მოსწავლეებისათვის. ისინი შეუდგნენ სწორი დღის რეჟიმით ცხოვრებას. თავს არიდებენ არაჯანსაღი საკვები პროდუქტების შეძენასა და მიღებას.
     მოსწავლეთა   სია
1.      ბელქანია ანასტასია
2.      ბერიძე ალექსანდრე
3.      გაბელია ანდრია
4.      გვიჩია ნიკოლოზი
5.      გვიჩია  ანდრია
6.      დანელია  მარიამი
7.      იაშვილი ანასტასია
8.      კიკალეშვილი   ელენე
9.      კილასონია მაგდალინა
10.  მუხურაძე  მარიამი